2012-09-04 11:27:49
Вместо предисловия
Здравствуй, мой маленький, я твой друг и главный составитель этой книги, я рад, что эта книга о праздновании еврейских праздников находится в твоих руках.
წინასიტყვაობის მაგიერ
მოგესალმები ჩემო პატარავ, მე შენი უფროსი მეგობარი და ამ წიგნის შემდგენელი, ძლიერ მოხარული ვარ, რომ წიგნი შენს ხელშია. არადა, იცი რამხელა გზა განვლო, რომ შენამდე მოსულიყო? მთელი შენი სამეგობროს კალმები და რვეულები არ გვეყოფა, რომ აღვწეროთ ეს გზა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: როდესაც შენი ასაკის ვიყავი, ძალიან მენატრებოდა ასეთი წიგნი, რომელიც საერთოდ არ არსებობდა ქართულად. ერთხელ, ძალიან ბევრი წლის წინ, ხანუქის დღესასწაულზე (ხანუქა ხომ სასწაულის დღეებია), როდესაც ანთებულ მენორას ვუცქერდი, ვინატრე: `რა მოხდება ასეთი წიგნი მეც რომ მქონდეს~. გულით ნანატრი ყოველთვის ახდებაო და თქვენ წარმოიდგინეთ, წამოვიდა ეს წიგნი ჩვენსკენ.
გზაში ძალიან დიდმა დრომ განვლო, თუ არ ვცდები ჩვენამდე მოსვლისთვის მას 26 წელიწადი, 2 თვე, 12 დღე და 3 საათი დასჭირდა.
დიდი იმედი მაქვს, რომ იგი ძლიერ შეგიყვარდება და მუდამ შენი მეგობარი იქნება.
წიგნი განკუთვნილია შენთვის და შენი მეგობრებისთვის, ყოველთვის, როდესაც მოგინდება ლოცვა, ჭამა ან ძილის წინ უბრალოდ ლამაზი ისტორია, გადაშლი და ის შენს სამსახურშია.
ხედავ სურათზე გამოსახულ პატარა ბიჭს? ეცადე, რომ დაუმეგობრდე და დაიმახსოვრე, წიგნში, სადაც მის სურათს ნახავ, დააკვირდი გვერდით დაწერილ ტექსტს და კარგად ისწავლე. მართლა, სულ დამავიწყდა, ბიჭს იაკობი ჰქვია. ახლა შენც უთხარი სახელი, რომ მანაც გაგიცნოს. უთხარი? ძალიან კარგი, თქვენ უკვე კარგი მეგობრები ხართ. მაშ, დავიწყოთ........

dante2302@gmail.com
dante2302@gmail.com
Действительно до: 3 декабря 2012 в 10:27 / 19 Кислев 5773г.